ფეხბურთი

22:21 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტური "სანდეციასა" და "კორონას" მატჩით დაიწყო, რომელშიც შედეგიანი ფრე დაფიქსირდა - 3:3. სტუმრები ორჯერ იგებდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ქულა 81-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინეს.

სასიხარულოა, რომ როგორც წინა ტურში, ამჯერადაც მოახერხა გოლის გატანა "კორონას" ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ. ჩვენებურმა მე-40 წუთზე კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. ეს ნიკასთვის ექსტრაკლასაში ჩატრებულ 14 შეხვედრაში მე-6 გოლი გამოდგა.

"კორონას" 23 შეხვედრაში მოპოვებული 35 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

0.133884