ფეხბურთი

22:46 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში აგუერო გამოარჩიეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამხრეთამერიკელმა გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

აგუერომ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეხუთედ მოიპოვა, ამ მაჩვენებლით კი რობინ ვან პერსის და უეინ რუნის გაუთანაბრდა. ყველაზე მეტჯერ თვის საუკეთესო მოთამაშედ ჰარი კეინი (6) და სტივენ ჯერარდი (6) დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09826