გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე დაასახელეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გამოკითხვაში ხმების 57% "ლივერპულის" შემტევმა მიიღო.
სენეგალელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "პორტუსთან" სტუმრად მოგებულ (5:0) მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" მცველი მარსელო (29%) გავიდა, ხოლო მესამეზე - "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი (11%).