ფეხბურთი

19:10 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: “რვა კაციც და გავდივართ”

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 15 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ნამდვილად მოხვდებიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ცხადია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება.

ტიტემ Esporte-სთან ინტერვიუში დაასახელა ეს ფეხბურთელები: ალისონი; დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო; კაზემირო, პაულინიო, რენატო აუგუსტო, ვილიანი, ფერნანდინიო, კოუტინიო; ნეიმარი, გაბრიელ ჟესუსი, ფირმინო.

ასე რომ, ტიტესთვის 8 ვაკანტური ადგილი რჩება.

0.12365