ნინო წიკლაურმა პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა სლალომით დაასრულა და 78 მონაწილეს შორის 39-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა მოთხილამურემ საბოლოო შედეგი - 1:51,62 წუთი დააფიქსირა და ოლიმპიურ ჩემპიონს – შვედ ფრიდა ჰანსდოტერს 12,99 წამით ჩამორჩა. ვერცხლის მედალი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა მოიპოვა. ბრინჯაოს კი ავსტრიელი კატარინა გალჰუბერი დაეუფლა.
ნინო წიკლაურმა სლალომამდე ერთი დღით ადრე, პიონჩანგი 2018-ზე გიგანტურ სლალომშიც მიიღო მონაწილეობა და 46-ე ადგილზე გავიდა.