ინგლისის პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას ოთხთვიანი ჰეგემონია დაემხო. საქმე ისაა, რომ პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად “ბორნმუთის” დამრიგებელი ედი ჰაუ დასახელდა.
აქამდე, მიჯრით ოთხი თვე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) საუკეთესო წოდებას არავის უთმობდა გვარდიოლა, ხოლო აგვისტოში გამარჯვება “ჰადერსფილდის” თავკაცმა დევიდ ვაგნერმა მოიპოვა.
“ბორნმუთმა” ჰაუს ხელმძღვანელობით იანვარში 4 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ორი მოიგო (“ჩელსისთან” 3:0, “არსენალთან” 2:1), ხოლო ორი ფრე ითამაშა (“ბრაიტონთან” 2:2, “ვესტ ჰემთან” 1:1).