კალათბურთი

14:25 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩმა ნბა-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი სამმაგი დუბლი დააფიქსირა

“მილოუკი” შინ “დენვერთან” 123:134 დამარცხდა. ნიკოლა იოკიჩი ნბა-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი სამმაგი დუბლის ავტორი გახდა. იოკიჩმა 16 წუთში, 16 ქულა, 12 პასი და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო წინა რეკორდი ჯიმ ტაკერს ეკუთვნის(1995 წელი), რომელმაც სამმაგი დუბლი 17 წუთში შეასრულა.

იოკიჩმა შეხვედრა 30 ქულით, 17 პასით, 15 მოხსნით და 2 ბლოკ-შოტით დაასრულა, რაც საოცარი შედეგია. ნიკოლამ მიმდინარე სეზონში მეხუთე, ხოლო კარიერაში მე-11 სამმაგი დუბლი შეასრულა.

0.12204