როჯერ ფედერერი თუ როტერდამის ტურნირის ნახევარფინალში გავა, მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს.
ტურნირის 1/8-ფინალში როჯერმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი მძიმე ბრძოლაში 7:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე კოლშრაიბერი 6:4-ს იგებდა და ორმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა, თუმცა როჯერმა მოახერხა და ტაი-ბრეიკი 10:8 მოიგო. მეორე პარტიაში კი შვეიცარიელმა 5:5-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
1/4-ფინალში ფედერერი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შეხვდება, მატჩი 16 თებერვალს თბილისის დროით 22:30 საათზეა ჩანიშნული.