“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი შესაძლოა თურქულ “ბეშიქთაშში” გადავიდეს. Fotomac-ის ინფორმაციით, ბელგიელი უკვე შეუთანხმდა კიდეც “არწივებს” და სტამბოლში ზაფხულში გადაბარგდება.
საინტერესოა, რომ ფელაინის “მანჩესტერთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, გუნდის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჟოზე მოურინიო ფელაინის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაყოლიებას სცდილობდა.
მიმდინარე სეზონში მარუან ფელაინიმ პრემიერლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი, ტრავმას მკურნალობს, რომელიც “ტოტენჰემთან” შეხვედრაში მიიღო.