ფეხბურთი

16:15 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "კომენტარის გაკეთება არ მინდა"

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი მადრიდის “რეალთან” მატჩის შემდეგ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, შემადგენლობაზე პასუხისმგებელი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია.

“არ შემიძლია და არ მინდა კომეტარის გაკეთება. მწვრთნელი ემერია და გუნდზე პასუხიმგებელიც ისაა. აკეთებს იმას, რასაც ხედავს”, - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, პსჟ-მ მადრიდის “რეალთან” 1:3 წააგო. საპასუხო მატჩი 6 მარტს, პარიზში გაიმართება.

0.121027