ფეხბურთი

12:56 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი კმაყოფილია

“ლივერპულმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბედი პირველივე მატჩში გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც “პორტუს” მისსავე მოედანზე 5:0 მოუგო.

ბუნებრივია, ნამატჩევს იურგენ კლოპი ყველაფრით კმაყოფილი გახლდათ:

“პორტუს” საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გოლები საჭირო მომენტებში გავიტანეთ. პირველი გოლი ჩვენი პრესინგის დამსახურება იყო, ხოლო მეორე მილნერის შესანიშნავი თამაშის წყალობით გავიტანეთ.

კოტრშეტევებზე კარგად ვითამაშეთ და მთლიანობაში ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. დაცვაშიც კარგად ვმოქმედებდით”, - განაცხადა კლოპმა.

“ლივერპულსა” და “პორტუს” შორის საპასუხო მატჩი 6 მარტს, “ენფილდ როუდზე” გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116213