სხვა

19:58 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრე ლიდერთა მოგებით გაიხსნა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრე ზესტაფონის სპორტის სასახლეში დაიწყო. პირველ დღეს ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 39-25 მოუგო სამტრედიას, ქუთაისმა კი 41-27 დაამარცხა წყალტუბო.

ხვალ ლიდერთა ჯგუფის ორი წარმომადგენელი მეტოქეებს გაცვლის - ბათუმი წყალტუბოს ეთამაშება, ქუთაისი კი სამტრედიას, ხოლო დასავლეთის ოთხეულის მთავარი მატჩი, ბათუმი-ქუთაისი ზეგ, 15 საათზე გაიმართება. პირველი წრის თამაში ქუთაისში ფრედ, 25-25 დასრულდა.

აღმოსავლეთის ოთხეული 21-23 თებერვალს ითამაშებს თბილისში, საქართველოს ჩემპიონი კი გამოვლინდება მაისში, როცა სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულის ფორმატით შეეჯიბრება ერთმანეთს ნახევარფინალებსა და ფინალში.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. 8-10 ტური, დასავლეთი. ზესტაფონის სპორტის სასახლე

14 თებერვალი. ბსბ ბათუმი - სამტრედია 39-25

ბათ: ცერცვაძე, ვაშალომიძე - სურმავა 7, ხაჟომია 6, ქარდავა 5, ბულბულაშვილი 4, გოგოლაძე 4, სტურუა 4, აბრამიშვილი 3, ი. თევზაძე 3, წივწივაძე 2, თურმანიძე 1, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი

სამ: ხონელიძე, შველიძე - გაგუა 10, ძნელაძე 6, დ. თევზაძე 5, ადამია 3, ხელისუფალი 1, ნადირაძე, მანაგაძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი - ნიკოლოზ კევლიშვილი

ქუთაისი - წყალტუბო 41-27

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - კბილაშვილი 7, სიმონია 6, რუსტამოვი 5, გრიშიკაშვილი 5, კობახიძე 4, მერკვილაძე 4, ფერაძე 3, გამზარდია 2, გოგალაძე 2, ლომიძე 2, ჭელიძე 1, მათნაძე

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე, აფხაძე - ხელაძე 9, მ. გველესიანი 7, ჯიმშელეიშვილი 6, მეტონიძე 4, კუხალაშვილი 1, შვანგირაძე, კახაია

მსაჯები: ბენცე ასტალოზ, გაბორ ბარკანი (უნგ)

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი

-------------------------თ---მ---ფ---წ------ბ-------ქ

BSB ბათუმი---------8—7—1—0--308-222--15

ქუთაისი-------------8—6—1—1--292-217--13

იმედი თელავი-----7—6—0—1--223-199--12

პეგასი----------------7—4—0—3--262-228---8

გორი-----------------7—3—0—4--233-255---6

სტუ-ქარიშხალა----7—2—0—5--206-217---4

წყალტუბო----------8—1—0—7--244-323--2

სამტრედია----------8—0—0—8--194-301--0

15 თებერვალი

13:00 წყალტუბო - ბსბ ბათუმი

15:00 სამტრედია - ქუთაისი

16 თებერვალი

13:00 სამტრედია-წყალტუბო

15:00 ბსბ ბათუმი - ქუთაისი

8-10 ტური, აღმოსავლეთი. თბილისი, არენა 2

21 თებერვალი

14:00 იმედი თელავი - პეგასი

16:00 სტუ ქარიშხალა - გორი

22 თებერვალი

14:00 გორი - იმედი თელავი

16:00 პეგასი - სტუ ქარიშხალა

23 თებერვალი

14:00 პეგასი - გორი

16:00 იმედი თელავი - სტუ ქარიშხალა

0.140091