ფეხბურთი

17:49 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლი” უახლოეს მომავალში მჭედლიძის კონტრაქტს გადახედავს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სრული აქტივობის დაბრუნებისაკენ. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ლევანი უკვე სრული დატვირთვით დაეხმარება გუნდს, თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩაატარებს დიდი პაუზის შემდგომ პირველ მატჩს, ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ 28 წლის მოთამაშე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე კვირაში სათადარიგოთა სკამზეც ვიხილავთ. მჭედლიძის დაბრუნების შემდგომ კლუბი მასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკითხს განიხილავს. ეს არის ხელშეკრულების განახლება. ქართველ თავდამსხმელს “ემპოლისთან” კონტრაქტი ეწურება და თუ მოისურვებს, შეუძლია გაახანგრძლივოს ხელშეკრულება”, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩი ქართველმა ფორვარდმა 2017 წლის აპრილში “მილანის” წინააღმდეგ ჩაატარა, მას შემდეგ კი მუხლის ტრავმას მკურნალობდა.

0.118823