ფეხბურთი

19:21 | 14.02.2018 | ნანახია 1911 - ჯერ

ნეიმარს 2019 წლის ზაფხულში “რეალში” ელიან

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარს 2019 წლის ზაფხულში მადრიდის “რეალში” ელიან. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” ბრაზილიელში 400 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ნეიმარს საფრანგეთის ჩემპიონატის დონე ვერ აკმაყოფილებს და სწორედ ამიტომ სურს პარიზული კლუბიდან წასვლა.

აღნიშნულ თემას ფლორენტინო პერესიც გამოეხმაურა, რომელიც მზად არის, ერთი სეზონი დაელოდოს და შემდგომ კოლოსალურ ფასად განახორციელოს ნანატრი ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის “რეალში” შესაძლო გადასვლის თაობაზე არაერთხელ დაიწერა, თუმცა თავად მოთამაშე ირწმუნება, რომ კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:13 | 14.02.2018
gogssi (3755)

შეიხი მასტერლიგას თამაშობს რეალურ ცხოვრებაში და ნეიმარს გაუშვებს სადმე

22:14 | 14.02.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

აბა პირდაპირ ბარსადან რეალში ხომ ვერ გადავიდოდა?

21:14 | 14.02.2018
ბაგი-რეი (2266)

ეგ მასე ირწმუნებოდა რო ბარსელონადან არ მივდივარო. მატყუებდა მარა მაინც არ მჯეროდა

21:06 | 14.02.2018
ogafa (10230)

დღეს ვნახოთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126032