ფეხბურთი

16:55 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: “ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლონდონური “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ “იუვენტუსთან” მატჩის (2:2) შემდგომ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მაღალი კლასის თამაში აჩვენა და გამარჯვებას იმსახურებდა.

“მიუხედავად იმისა, რომ პირველ 9 წუთში საკუთარ კარში 2 გოლი მივიღეთ, ბიჭები არ დანებდნენ და საკუთარი ხასიათი ბლომდე გამოავლინეს. მაღალი კლასის თამაში ვაჩვენეთ. მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. ძალიან ძნელია “ბებერ ქალბატონს” საკუთარ მოედანზე ისე ეთამაშო, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. უფრო მეტიც, ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით და ვეცდებით ეს “უემბლიზე” გავაკეთოთ”, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 7 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114603