ფეხბურთი

16:28 | 14.02.2018 | ნანახია 1033 - ჯერ

ალეგრი: “ლონდონში ურთულესი მატჩი გველის”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ტოტენჰემთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის (2:2) შემდგომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “მამლების” ზეწოლამ ტურინელებს ბევრი შეცდომა დააშვებინა.

“ტოტენჰემი” მთელი თამაშის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდა, რის გამოც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ვიცით, რომ განმეორებითი მატჩი ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ “იუვენტუსი” შეეცდება გამარჯვება მოიპოვოს.

პირველივე წუთებიდან 2:0-ს ვიგებდით, რის შემდგომაც მოთამაშეებს დაცვაში მკაცრად თამაში ვურჩიე, რადგან მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული”, თუმცა ამან არ გაამართლა, - განუცხადა ალეგრიმ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ლონდონში, 7 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:39 | 14.02.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ბუფონმა ჭამა ორივე ბურთი. დაბერდა დროა წავიდეს.

17:01 | 14.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ზაფხულში გაუშვებენ ამას ლიგაზე ვერ დადო შედეგი ფაქტია ფინალით ამაყობს 2 წაგებული ფინალით რატო უნდა იამაყო პირიქით

16:59 | 14.02.2018
ogafa (10220)

მოებას აპირებს

16:44 | 14.02.2018
kila (557)

ბუფონის ხანა დამთავრდა,ორივე ბურთი მისი ბრალია,დროა გაეცალოს კარებში ხომ არ უნდა მოკვდეს

16:40 | 14.02.2018
XoMe (1384)

კააი კაცოო : )))

16:34 | 14.02.2018
Magician (251)

გუშინდელი თამაშის შემხედვარე მგონია, რომ "ტოტენჰემი" მოიპოვებს შემდეგი ეტაპის საგზურს.

0.125808