ფეხბურთი

15:14 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გამოვლინდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2018 წლის სუპერთასის მატჩის ჩატარების დრო და ადგილი გამოაცხადა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” და თასის მფლობელი საჩხერის “ჩიხურა” სუპერთასისთვის ერთმანეთს 24 თებერვალს, თბილისში დაუპირისპირდებიან. მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე გაიმართება.

0.113998