ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა დოჰას ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა.
კალაშნიკოვა, ლიდია მაროზოვასთან ერთად, წყვილთა თანრიგში ჩინურ-ტაივანურ დუეტთან ჟაოქსუან იანგი-ჰაო-ჩინ ჩანთან 1:6, 6:4, 2:10 დამარცხდა.
დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 3.1 მილიონ დოლარს შეადგენს.