ფეხბურთი

12:30 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" უკრაინული "ვოლინი" დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" ამხანაგურ მატჩში 2:1 მოუგო უკრაინული ლუცკის "ვოლინს".

გიორგი დარასელიას გუნდიდან გოლებით თავი გამოიჩინეს ნოდარ ქავთარაძემ და გიორგი ფანცულაიამ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შემდეგ გორელებმა ორჯერ გაიტანეს და "ვოლინმა" ერთი ბურთით უპასუხა.

"დილა" პირველ ტაიმში: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, სეზგინი, ჩადუნელი, კერელეიშვილი, პავლო, სამუშია, ჯიბრინი, ფორტესი, ნიდალი, აშორტია.

მეორე ტაიმში: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, გოგიაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე, ნონდი, რაჟამაშვილი, ნონიკაშვილი, ქავთარაძე, ფანცულაია, კოვტალიუკი.

თეგებიგორის დილა
0.104994