ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთში “ჰიუსტონის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში “ფილადელფიას” მძიმე ფორვარდი ჯოელ ემბიდი აღიარეს.
გასულ კვირას “ჰიუსტონმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო, ჰარდენი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 33 ქულას, 6.8 პასს და 5.3 მოხსნას აგროვებდა.
ფილადელფიელებმა სმაივე შეხვედრა მოიგეს. ემბიდი კი საშუალოდ ერთ მატჩში 26.7 ქულას, 15 მოხსნას და 2.3 დაფარებას აკეთებდა.