საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა. ნიკამ მსოფლიო რეიტინგის მე-100 ჩოგბურთელთან დუდი სელასთან 4:6, 4:6 დათმო. ნიკოლოზმა ორივე სეტი უღიმღამოდ დაიწყო და შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.
ნიუ იორკის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონ დოლარს შედგენს.