ფეხბურთი

17:49 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონის" ამხანაგური მატჩი ბორჯომელებთან

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ახალი ფორმაციის პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 13 თებერვალს გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ეროვნული ლიგა-3-ის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" დაუპირისპირდა.

მატჩი საინტერესოდ წარიმართა და ბორჯომელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელებმა მესამე ლიგის წარმომადგენელ მეტოქეს ტოლი არ დაუდეს, ანგარიშიც გახსნეს და შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი ხელიდან რომ არ გაეშვათ, საპატიო ფრესაც მიაღწევდნენ. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლით თავი ავთანდილ ეგუტიძემ გამოიჩინა.

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გ. მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ბერაძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, საცერაძე, არაბიძე, ბ. ფერაძე, ეგუტიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ანჟანდაძე, ს. სამხარაძე, გ. სამხარაძე.

როგორც იცით, ზესტაფონელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას ელოდებიან - ხვალისათვის დანიშნული აღმასკომის სხდომის შემდეგ გაირკვევა თუ რომელ ლიგაში იასპარეზებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი.

fczestafoni.ge

0.268667