"საბურთალომ" თურქეთში, სადაც მეორე შეკრებაზე იმყოფება, მორიგი ამხანაგური მატჩი პოლონეთის პირველი ლიგის მესამეადგილოსან "ვრაკუვთან" გამართა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის მეორე ტაიმის საწყის წუთებში პოლონელებმა გაიტანეს. 72-ე წუთზე კი ანგარიში შეტევაში ჩართულმა ნიკოლოზ მალიმ გაათანაბრა, რომელმაც გეგა დიასამიძისგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. საბურთალოელებს მეორე ნახევარში გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა კიდევ ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში ხარაიშვილის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, ბოლო წუთებზე კი ნადარაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, თავით გოშთელიანი ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი, ვაგნერი, ტატანაშვილი.
მეორე ტაიმი:
კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, გოშთელიანი.
მიმდინარე შეკრებაზე საბურთალოელებმა ასევე ფრედ დაასრულეს მატჩები უკრაინულ "სტალთან" (3:3), "მარიუპოლთან" (2:2) და სერბულ ვრანის "დინამოსთან" (2:2).
"საბურთალოს" პრესსამსახური