ფეხბურთი

12:05 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ჩიხურას“ მეორე სპარინგი თურქეთში (+VIDEO)

საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ თურქეთში მზადებას განაგრძობს. სოსო ფრუიძის შეგირდებმა, შეკრებაზე გამართულ პირველ სპარინგში ესტონურ „ლევადიასთან“ დიდი ანგარიშით 1:5 მარცხის შემდეგ, პოლონეთის პირველლიგელ „პოდბესკიძიესთან“ მოსინჯეს ძალები. მატჩში ანგარიში 32-ე წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა, თუმცა საჩხერელებმა მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე გაუშვეს და თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

„ჩიხურას“ პრესსამსახურის ცნობით, სოსო ფრუიძემ „პოდბესკიძიეს“ წინააღმდეგ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა (კაშია), მეგრელიშვილი (დობროვოლსკი), ჩიკვაიძე, კაკუბავა, მარკოზაშვილი, ლექვთაძე (ბუღრიძე), გაბედავა, ალექსანდრო (ბუხაიძე).

"პოდბესკიძიეს" პრესსამსახურის ვიდეო

0.129544