სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ისტორია

10:00 | 13.02.2018 | ნანახია 287 - ჯერ

13 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1979 – დაიბადა რაფაელ მარკესი. მექსიკის ნაკრების, “ატლასის”, “მონაკოს” “ბარსელონას” “ნიუ იორკ რედ ბულზის”, მექსიკის “ლეონის” მცველი. კონფედერაციათა თასის მფლობელი (1999). კონკაკაფის “გოულდ ქაპის” გამარჯვებული (2003). კოპა ამერიკის პრიზიორი (1999, 2001, 2007). მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 111 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. 2006 და 2009 წლებში “ბარსელონასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2009 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. მოგებული აქვს ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი. 2005 წელს დაასახელეს ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 2010 წელს მოიგო MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1911 - ხორვატიის ქალაქ სპლიტში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰაიდუკი”. გუნდი 9-ჯერ გახდა იუგოსლავიის, 6-ჯერ ხორვატიის ჩემპიონი. 8-ჯერ ფლობდა იუგოსლავიის თასს.

1923 - აშშ-ში შავკანიან კალათბურთელთა პირველი პროფესიონალური გუნდი დაარსდა, რომელსაც “რენესანსი” დაარქვეს.

1952 - ლეგენდარულმა მოკრივემ, როკი მარჩიანომ პროფესიონალურ რინგზე ზედიზედ 39-ე ორთაბრძოლა მოიგო. მარჩიანოს მორიგი “მსხვერპლი” ლი სავოლდი აღმოჩნდა.

1954 - ფრენკ სელვიმ აშშ-ის საკალათბურთო სტუდენტური ლიგის მატჩში, 100 ქულა მოაგროვა. სელვის ფურმანის სასწავლებლის გუნდმა, ნიუბერის რჩეულებს 149:95 სძლია.

1965 - 16 წლის პეგი ფლემინგმა ციგურებით ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1972 - იაპონიის ქალაქ საპოროში, ზამთრის მეთერთმეტე ოლიმპიადა დასრულდა.

1976 - დოროთი ჰემილმა, ავსტრიული ინბრუკის მეთორმეტე ზამთრის ოლიმპიადაზე, ციგურებით ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა.

1977 - ერიკ ჰეიდენი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც ციგურებით სრიალში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1980 - აშშ-ის ქალაქ ლეიკ პლესიდში, ზამთრის მეცამეტე ოლიმპიადა გაიხსნა.

1982 - თბილისის “დინამომ” წინასასსეზონო მზადების პროცესში, ანტალიაში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “ანტალიასპორს” 3:0 მოუგო. გოლები ვლადიმერ გუცაევმა (2) და ვაჟა ჟვანიამ გაიტანეს. “დინამო” (მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, ანდღულაძე, ხიზანიშვილი (პაიკიძე), ხინჩაგაშვილი, მუჯირი, კაკილაშვილი (ჯოხაძე), სვანაძე, ჭილაია (თავაძე), გუცაევი, ცაავა, ჩელებაძე (ჟვანია).

1982 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე ბრაიან ტროტიემ, 5 შაიბა გაუტანა “ფილადელფია ფლაიერზს”.

1983 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” რიგით 33-ე მატჩში, აღმოსავლეთმა დასავლეთს 132:123 მოუგო.

1983 - პროფესიონალ მოკრივეთა კავშირმა (WBC), შეკვეცა რაუნდების რაოდენობა და ორთაბრძოლების ხანგრძლივობა თხუთმეტიდან თორმეტამდე დაიყვანა.

1988 - კანადის ქალაქ კალგარიში, ზამთრის მეთხუთმეტე ოლიმპიადა გაიხსნა.

1988 - კრისტინ უოტჩელმა დარბაზში 800 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:56.40).

1988- გერმანელმა მძლეოსანმა, ჰაიკე დრექსლერმა ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7,37 მ).

1989 - ამერიკული ფეხბურთის კლუბ “ოკლაჰომას” მოთამაშეს, ჩარლზ ტომპსონს კოკაინის გასაღებაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს.

1990 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ბოსტონ სელტიკსის” ლიდერმა, ლარი ბერდმა ზედიზედ 71-ე მატჩში ზუსტად შეასრულა საჯარიმო ტყორცნა.

1993 - მერლინ ოტიმ დარბაზში 200 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21.87).

1993 - უკრაინელმა მძლეოსანმა, სერგეი ბუბკამ დარბაზში ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6,14 მ).

1994 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 44-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 127:118 მოუგო. შეხვედრა მინეაპოლისში გაიმართა.

1994 - ინა ლისოვსკაიამ დარბაზში ქალთა შორის სამხტომში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14,9 მ).

1994 - იოჰან ოლაფ კოოსმა, 5 კმ-ზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6:34.49).

2003 - თბილისის “დინამომ,” ბალკანური საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას, სლოვენიურ “მარიბორთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. “დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ზოიძე (გვარამაძე), ვაშაკიძე, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, კარლოსი, სახვაძე (კვირკველია), გოგობერიშვილი, ბურდული, ანჩაბაძე (ახალაია), დარასელია (ხიზანეიშვილი), ალექსიძე.

2005 - რაგბიში, ექვსი ერის პირველობის მეორე წრის დასკვნით მატჩში, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ინგლისელებს ლონდონში, 18:17 მოუგო. პირველი ტაიმის შემდეგ, ფრანგები 6:17 აგებდნენ.

2005 - ზაზა ფაჩულიას გუნდმა “მილუოკი ბაქზმა” საკუთარ მოედანზე “ატლანტა ჰოუქსს” 113:83 მოუგო. ქართველმა ცენტრმა 27 წუთში, 11 ქულა მოაგროვა და 8 მოხსნა განახორციელა.

2005 - ადრიატიკის თასის გათამაშების 22-ე ტურში, ვლადიმერ ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ” ხორვატული “სპლიტი” 97:85 დაამარცხა. ბოისამ 30 წუთში 35 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მან 15 წუთში, 10 ქულა მოაგროვა და 3 მოხსნა განახორციელა.

2005 - ფრანგმა სპრინტერმა, რონალდ პინიონმა გერმანული კარლსრუეს დახურულ დარბაზში რეკორდი დაამყარა. მან 60 მ დისტანცია 6,45 წამში დაფარა. ამ შედეგით, პინიონისმა ბრიტანელი მძლეოსნის, ჯეისონ გარდენერის მიერ 1999 წლის 7 მარტს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

2005 - რუსმა ჭოკით მხტომელმა, ელენა ისინბაევამ ჭოკით ხტომაში რეკორდი დაამყარა. იგი დონეცკში გამართღულ შეჯიბრებაზე, 4 მეტრისა და 87 სმ-ის სიმაღლეზე მოთავსებულ თამასას გადაევლო.

2005 - NBA-ში “ფილადელფია სიქსერზმა” “ორლანდო მეჯიქი” 112:99 დაამარცხა. ამ მატჩში ფილადელფიელებს ალენ აივერსონმა 60 ქულა შესძინა.

2006 - ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიადაზე რუსმა, სვეტლანა იშმურატოვამ (ბიატლონი, 15 კმ-იანი ინდივიდუალური რბოლა) და ამერიკელებმა, ჯოი ჩიკმა (ციგურებით რბოლა 500 მეტრზე) და ჰანა ტეტერიმ (სნოუბორდი, ჰალფ-პაიპი) ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ფიგურული სრიალის სპორტულ წყვილებში გაიმარჯვა ტ. ტოტმიანინასა და მ. მარინინის დუეტმა.

2007 - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “მსოფლიო სპორტის” მიერ გამოცემული საფეხბურთო ენციკლოპედიური ნაშრომის, _ “ურუგვაიდან გერმანიამდე,” _ პრეზენტაცია შედგა. ფერადი ფოტოებით გაფორმებული, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი წიგნი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიას ეძღვნება _ პირველიდან (1930 წ.) ბოლო ტურნირის ჩათვლით (2006 წ.).

2007 - თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ვლადიკავკაზის “ალანიას” 1:0 მოუგო. გოლი მე-10 წუთზე გიორგი დათუნაშვილმა გაიტანა. “ვით ჯორჯია” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ბედიაშვილი (მიქაბერიძე), კვახაძე (ადამაძე), პ. დათუნაშვილი, ლომაია, ჯაფარიძე (კაიშაური), გ. დათუნაშვილი (იმერლიშვილი), რაზმაძე (ბეჭვაია), კვაღინაძე, სახოკია, ღუჭაშვილი (ბერიაშვილი), მელქაძე (ლიპარტია).

2007 - იტალიური საფეხბურთო კლუბის, “პარმას” მთავარ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაინიშნა. მან გუნდიდან დათხოვნილი სტეფანო პოლი შეცვალა.

2007 - “მილანის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, კაკამ იტალიის მოქალაქეობა მიიღო.

2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნბა-ს ანალოგიური ლიგა 2012 წლისთვის ევროპაშიც შეიქმნება. ასოციაცია ხუთი დივიზიონისგან იქნება შემდგარი.

2010 - საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა ლისაბონში ერთა თასის მატჩში პორტუგალიას 16:10 სძლია და 7 შეხვედრიდან 20 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

დღეს დაიბადნენ

1893 - ალფრედ შაფერი. 1910-20-იანი წლების უნგრელი ფორვარდი. უნგრეთის სამგზის, გერმანიის ორგზის ჩემპიონი. იყო ავსტრიის ჩემპიონიც. 1914 წელს დასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად. 1938 წლის მუნდიალზე წვრთნიდა უნგრეთის ნაკრებს. ალფრედ შაფერი მაღალი დონის მოკრივეც იყო.

1908 - სულო ნურმელა. ფინელი მოთხილამურე. 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1918 - ელენ სტეპენსი. 100 მეტრზე რბენაში 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1931 - მარჯორი ჯექსონი. 200 მეტრზე რბენაში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1936 - ლემონ კინგი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1942 - მევლუდ მიმინოშვილი. FIFA-ს კატეგორიის ქართველი არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მსაჯთა შორის. 1983 წელს იმსაჯა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალური მატჩი. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი, 1991-1992 წლებში მსაჯობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში.

1943 - ფერგიუსონ ჯენკინსი. კანადელი ბეისბოლისტი. შეყვანილია “დიდების დარბაზში”.

1943 - ერიკ ფრედერიკსონი. შვედი საფეხბურთო არბიტრი. სჯიდა მსოფლიოს 1982 და 1986 წლების, ევროპის 1984 და 1988 წლების ჩემპიონატებს, აგრეთვე, ჩემპიონთა თასის 1984 წლის ფინალსა და ევროპის 1988 წლის სუპერფინალურ მატჩს.

1946 - არტურ ჟორჟე. პორტუგალიელი საფეხბურთო სპეციალისტი.

1953 - სულეიმან ნიამბუი. ტანზანიელი მძლეოსანი. 5 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული.

1953 - ფრანტიშეკ შტამბახერი. 1970-80-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მცველი-ნახევარმცველი. 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის 1980 წლის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ჩეხოსლოვაკიის სამგზის ჩემპიონი.

1954 - დომენიკ ბატენე. ფრანგი ფეხბურთელი. ქვეყნის პირველი დივიზიონის 388 მატჩში გაიტანა 56 გოლი. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი. 5-ჯერ ფლობდა ქვეყნის თასს.

1956 - ლაიამ ბრეიდი. ირლანდიის ნაკრების, ლონდონის “არსენალის,” ტურინის “იუვენტუსის,” გენუის “სამპდორიას,” მილანის “ინტერის,” “ასკოლისა” და ლონდონის “ვესტ ჰემის” ფლეიმეიკერი. 1981 დ 1982 წლებში იტალიის ჩემპიონი გახდა. 1982 წელს, “კატანიასთან” “სკუდეტოსთვის” ბრძოლის გადამწყვეტ მატჩში, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ირლანდიის ნაკრების 72 მატჩში, 9 გოლი აქვს გატანილი. 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა.

1960 - კელი მაკორმიკი. წყალში მხტომელთა შორის 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1960 - პიერლუიჯი კოლინა. იტალიელი საფეხბურთო არბიტრი. იმსაჯა მსოფლიოს ჩემპიონატისა (2002, ბრაზილია _ გერმანია) და ევროპის ჩემპიონთა ლიგის (1999, “მანჩესტერი” _ “ბაიერნი”) ფინალურ შეხვედრებში.

1965 - იური სავიჩევი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ფორვარდი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში, ბრაზილიელებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

1971 - მატს სუნდინი. შვედეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ტორონტო მეიფლ ლივზის” მოთამაშე.

1973 - ნიკოლაი ხაბიბულინი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ტამპა ბეი ლაითნინგის” გოლკიპერი.

1974 - თომას ენკვისტი. შვედი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ცხრამეტი ტურნირი. ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა პლანეტის 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის. უიმბლდონისა და ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალისტი. დევისის თასის გათამაშების ფინალისტი.

1979 - რაფაელ მარკესი. მექსიკის ნაკრების, “ატლასის”, “მონაკოს” “ბარსელონას” “ნიუ იორკ რედ ბულზის”, მექსიკის “ლეონის” მცველი. კონფედერაციათა თასის მფლობელი (1999). კონკაკაფის “გოულდ ქაპის” გამარჯვებული (2003). კოპა ამერიკის პრიზიორი (1999, 2001, 2007). მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 111 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. 2006 და 2009 წლებში “ბარსელონასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2009 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. მოგებული აქვს ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი. 2005 წელს დაასახელეს ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 2010 წელს მოიგო MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.07374