სხვა

21:40 | 12.02.2018 | ნანახია 490 - ჯერ

ლიგის ჩემპიონის პირველი წაგება (+VIDEO)

ორთვიანი შესვენების შემდეგ განახლებულ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში პირველი დამარცხება იგემა 2017 წლის ჩემპიონმა სკოპიეს ვარდარმა, ვინც ბარსელონაში 28-29 წააგო, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

კაცები. 11 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2018-02-11-rewind-episode-11

ქალები. 7 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2018-02-11-rewind-women-episode-09

წაგების მიუხედავად, ვარდარი მთელი 4 ქულით უსწრებს ბარსელონას, თუმცა, უახლოეს მდევარ ნანტთან სხვაობა ქულამდე დავიდა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება კი მნიშვნელოვანია, რადგანაც პირდაპირ მეოთხედფინალში თმაშის უფლებას იძლევა. B ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს პარი სენ ჟერმენი, რომელიც უახლოეს მდევარ ფლენზბურგს 5 ქულით უსწრებს და დარჩენილ 2 ტურში ერთი მოგება ყოფნის პირველი ადგილის გასანაღდებლად.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტური დარჩა ქალთა ტურნირზეც. აქ ორივე ჯგუფში, ფაქტობრივად მეოთხედფინალის მეოთხე საგზურისთვის მიდის ბრძოლა, თორემ 4 გუნდს თეორიულადაც ხოლო კიდევ ორს პრაქტიკულად განაღდებული აქვს პლეიოფის საგზური.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ უნგრეთის დიორის ნორვეგიელი ლიდერი, ნორა მორკი, წინა ტურში მიღებული მუხლის ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. კლუბმა უკვე გამოაცხადა, რომ მორკის პოზიციაზე დაიმატებს ესპანეთის ნაკრების მარჯვენა შუამარბს, მირეა გონსალესს.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

11 ტური, 7-11 თებერვალი

A ჯგუფი: ვარდარი 18 - ნანტი 17, ბარსელონა 14, რაინ-ნეკარი 12, სეგედი 11, ვისლა 6 - კრისტიანსტადი 6, ზაგრები 4

ვისლა პლოცკი (პოლ) - ზაგრები (ხორ) 27-24

ივიჩი 5, დუარტე, გაბალა 4 - ბიჩანიჩი 8, რავნიჩი, ვორი 4

კრისტიანსტადი (შვდ) - ნანტი (საფ) 26-31

გუდმუნდსონი 9 - ბალაგერი 11, გურბინდო 5, ტურნა 4

ბარსელონა (ესპ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 29-28

ჟალუზი 6, ენტრერიოსი, მოროსი, ნგესანი 4 - კრიშტოპანსი 7, ცინდრიჩი 5

რაინ ნეკარი (გერ) - სეგედი (უნგ) 35-37

მენსა 8, პეკელერი, შმიდი 5 - შრშენი 8 კალმანი 5

B ჯგუფი: პსჟ 20 - ფლენზბურგი 15, ვესპრემი 13, კილი 13, კელცე 9, მეშკოვ ბრესტი 8 - ოლბორგი 5, ცელიე 5

კილი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 22-20

ეკბერგი 7, ნილსონი 7, ზარაბეცი 4 - ილიჩი 5, მანასკოვი, მარგუცი 4

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) - ოლბორგი (დან) 23-23

ცელიე (სლნ) - პსჟ (საფ) 26-31

მაცკოვშეკი 7 - გენჰაიმერი 7, ნ. კარაბატიჩი 6, ლ. კარაბატიჩი, ნარსისი 4

ფლენზბურგი (გერ) - კელცე (პოლ) 32-32

ლაუგე 9, ზახრიასენი 6, სვანი, ვანე 5 - იურეცკი 8, შტრლეკი 5

A, B: პირველი ადგილები - მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში

12 ტური: 17-18 თებერვალი

C და D ჯგუფები, პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად:

ლეონი (ესპ) - მონპელიე (საფ), მოტორი (უკრ) - სკიერნი (დან): 24 თებერვალი - 04 მარტი

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

7 ტური, 10-11 თებერვალი

1 ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 11 ქულა, დიორი 10, როსტოვი 9, ნიუკობინგი 5 - კრიმი 4, მიდტიულანდი 3

კრიმ მერკატორი (სლნ) - დიორი (უნგ) 21-32

სტანკო 5 - ტომორი 6, გორბიცი, ოფტედალი 5

ნიუკობინგი (დან) - მიდტიულანდი (დან) 21-21

ივერსენი 5 - ბურგორი 5

CSM ბუკურეშტი (რუმ) - როსტოვ-დონი (რუს) 22-22

კურტოვიჩი, ნიაგუ 5 - ვიახირევა 4

2 ჯგუფი: ვარდარი 14, მეცი 10, ფერენცვაროში 8, ბუდუჩნოსტი 6 - ტიურინგერი 2, ბიტიგჰაიმი 2

ვარდარი (მკდ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 31-24

პენეზიჩი 4, ცვიიჩი, კუზნეცოვა 4 - ბრნოვიჩ 6, იაუკოვიჩი 5

ფერენცვაროში (უნგ) - ბიტიგჰაიმი (გერ) 31-22

ვან დერ ჰაიდენი 5, კოვაჩიჩი, პენია, შაცლი 4 - ლაუენროთი 8

ტიურინგერი (გერ) - მეცი (საფ) 29-31

ლუზუოვა 12 - შმიტსი 10, ზაადი 5, უეტი 4

8 ტური: 24-26 თებერვალს

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063354