ფეხბურთი

20:34 | 12.02.2018 | ნანახია 686 - ჯერ

დი მარია: “ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზული ამბიციები გვაქვს”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ჩემპიონთა ლიგაზე მის ყოფილ გუნდთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. არგენტინელის თქმით, პსჟ-ს შესწევს იმის ძალა, რომ მადრიდის “რეალი” დაამარცხოს.

“გასულ ზაფხულს ჩვენ სერიოზულად გავძლიერდით. მიუხედავად რთული დაპირისპირებისა, გვაქვს სერიოზული ამბიციები იმისა, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია.

“რეალი” ყოველთვის კარგად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე, მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ პოზიციაზე იმყოფება შიდა ჩემპიონატში. “სამეფო კლუბის” მოთამაშეებისათვის ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს დამატებითი მოტივაცია გააჩნია და ერთდროულად გარდაიქმნებიან უფრო ძლიერებად, მაგრამ ჩვენც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და პსჟ-ს მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:38 | 13.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (6688)

შენი ფეხბურთელობა არ გაიშვას ანხელ ლიგას ნეიმარი თუ მოიგებს მანდ

13:22 | 13.02.2018
temo11 (1215)

2 წლის წინ მოგებულ ლიგაზე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა

სტატისტიკა
0.175639