იტალიური “მილანის” თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე შესანიშნავ სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა 12 გოლის გატანა მოახერხა და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპეს შემდგომ მეორეა.
კუტრონემ სერია A-ში მეტოქეთა კარის დალაშქვრა 5-ჯერ მოახერხა, ამდენივე გოლი დაუგროვდა ევროპა ლიგაზე, 2 გოლის გატანა კი იტალიის თასზე შესძლო.
რაც შეეხება კილიან მბაპეს - “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა. აქიდან: 9 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში, 4 – ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კი საფრანგეთის თასზე.