ფეხბურთი

19:25 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესმა მოურინიუს მეექვსედ მოუგო

გასულ უქმეებზე "ნიუკასლმა" 1:0 სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს". დაპირისპირებებს თუ გადავხედავთ, რაფა ბენიტესის გუნდმა უკვე მეექვსედ დაამარცხა ჟოზე მოურინიუს გუნდი.

რა თქმა უნდა, ამ მწვრთნელებს მეტწილად იმ დროს ჰქონდათ დაპირისპირება, როცა ესპანელი "ლივერპულს" თავკაცობდა, ხოლო პორტუგალიელი - "ჩელსის".

ბენიტესს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე ჰყავს გამწარებული მოურინიუ. 2005 და 2007 წლებში "წითლებმა" ნახევარფინალში გამოთიშეს მოუს "ჩელსი".

ისე კი, პორტუგალიელს ყველაზე ბევრჯერ სხვა მწვრთნელთან აქვს წაგებული და იოლი გამოსაცნობია, ვისთან - პეპ გვარდიოლასთან. ცხრაჯერ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115645