გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. თანაც ისე, რომ მისმა "სევილია II"-მ წააგო "რაიო ვალეკანოსთან" გასვლაზე - 0:2.
აბურჯანიამ 68-ე წუთამდე ითამაშა. შეცვალეს იმ დროს, როცა სევილილელები 0:1 აგებდნენ. ქართველის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს ამ ზამთარს "რაიო ვალეკანოში" გადასვლის ვარიანტი ჰქონდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რახან მსოფლიო სპორტმა ისწავლეთ რო დიდიე დეშამია(Didier Deschamps) და არა დეშანი რაღა გვიჭირს