დევისის თასზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ჰოლანდიას 3:0-ს უგებდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა. ერთეულთა თანრიგში შეხვედრა გადაიდო, წყვილებში კი მაინც ითამაშეს. სერენა უილიამსი მშობიარობის შემდეგ პირველად გავიდა კორტზე. წყვილებში სერენა დასთან ვინუსთან ერთად გამოვიდა და ლესლი კერკჰოვეს და დეი სხურსის დუეტთან 2:6, 3:6 დამარცხდა.
სერენა სავარაუდოდ ინდიან უელსის მასტერსზე და მაიამის მასტერსზე იასპარეზებს.