ფეხბურთი

11:02 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მეორე შეკრება თურქეთში

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მყოფი თბილისის “დინამო” თურქეთში მეორე შეკრებაზე გაემგზავრა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დინამოელები გუშინ, ქალაქ ბელეკში, სასტუმრო Tıtanıc Deluxe-ში დაბინავდნენ და საღამოს მსუბუქად ივარჯიშეს.

გუნდი თურქეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია, ნიკა ბასარია, დავით კობოური, ფირუზ გაბიტაშვილი, გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან ხარაბაძე, აკაკი შულაია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბუდუ ზივზივაძე, დმიტრო ივანისენია.

მცირე ტრავმის გამო თბილისში დარჩა და თანაგუნდელებს რამდენიმე დღეში შეუერთდება ლაშა ქოჩლაძე. ასევე თურქეთში შეუერთდებიან გუნდს სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები სერგეი პეტკო და ტერენტი ლუცევიჩი.

კახი კაჭარავას შეგირდები ბელეკში ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ:

13 თებერვალს “ნეფტეხიმიკთან“, 17 თებერვალს სოლიგორსკის „შახტიორთან“, 22 თებერვალს ყარაგანდის „შახტიორთან“ და 25 თებერვალს შიმკენტის „ორდაბასთან“. 26 თებერვალს თბილისელები სამშობლოში დაბრუნდებიან და 4 მარტს ეროვნული ლიგის პირველ ტურში „რუსთავსს“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111502