1962- დაიბადა ნანა იოსელიანი. საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული (სამჯერ საქართველოს სახელით – 1992, 1994 და 1996 წლებში). გოგონათა შორის ევროპის ორგზის დაქალთა შორის, სსრ კავშირის ოთხგზის ჩემპიონი, ქალთა მსოფლიო პირველობის ორი ფინალური მატჩის მონაწილე. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1876 _ სპორტული ბურთების მწარმოებელი ფირმის დამაარსებელმა, ელ სპალდინგმა თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ მაღაზია გახსნა.
1909 _ რობერტ ფაულერმა მარათონულ რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:46.52).
1949 _ კანადის ჰოკეისტთა ნაკრებმა დანიას 47:0 მოუგო.
1958 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ბილ რასელმა (“ბოსტონ სელტიკსი”), “სირაკუზასთან” გამართული მატჩის მსვლელობისას, 41 მოხსნა განახორციელა. ბოსტონელებმა თამაში 119:101 მოიგეს.
1961 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ბილ რასელმა “უორიორზთან” გამართული მატჩის მსვლელობისას, 40 მოხსნა განახორციელა. შეხვედრა “სელტიკსმა” 136:125 მოიგო.
1982 _ ჰოკეის ეროვნული ლიგის “ედმონტონ ოილერზის” ვარსკვლავმა, უეინ გრეცკიმ რეგულარული პირველობის სეზონში, გოლ პლუს პასის სისტემით, 153 ქულა მოაგროვა, რითიც NHL-ის რეკორდი დაამყარა.
1984 _ თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, გაგრაში, უნგრეთისსაფეხბურთოკლუბ“ჩეპელს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი გრიგოლ ცაავამ გაიტანა. “დინამო” (გუნდს დავითყიფიანიწვრთნიდა)ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ქანთარია (ბალაძე), კეტაშვილი, ჩივაძე (თევზაძე), ჭილაია,ბარათაშვილი (არზიანი), კაკილაშვილი, ი. სიჭინავა (სვანაძე), სულაქველიძე, გუცაევი, ცაავა(ქოჩკიანი),ჟვანია.
1985 _ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 37-ე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 6:4 მოუგო. შეხვედრა კალგარიში შედგა.
1986 _ თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში, ჩეხოსლოვაკიისოლომოუცისსაფეხბურთო კლუბ “სიგმას” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები გოჩაგოგრიჭიანმა, რევაზჩელებაძემ დარამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო” (მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი) ასეთიშემადგენლობითასპარეზობდა: ბალაძე, მიქაბერიძე, მახარაძე, ცვეიბა, არზიანი, კაკილაშვილი, ჟორდანია (ელოევი),გოგრიჭიანი (რევიშვილი), გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია.
1988 _ დაარსდა საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია.
1989 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 39-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 143:134 მოუგო. შეხვედრა ჰიუსტონში გაიმართა.
1991 _ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა მაგიდის ჩოგბურთელებმა ერთიანი ნაკრებით იასპარეზეს.
1994 _ მალტის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრებმა ტუნისს2:0მოუგო. გოლები მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი კუდინოვმა გაიტანეს. საქართველო(ნაკრებსალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: დევაძე, რევიშვილი, სიდამონიძე,შელია (კაპიტანი), კუდინოვი, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ბერაძე, ქინქლაძე, ყაველაშვილი(ყიზილაშვილი). ლა ვალეტას “ტა ქალის” სტადიონზე გამართულ მატჩს 5 ათასიმაყურებელიდაესწრო.
1994 _ ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში, ზამთრის მეჩვიდმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.
1995 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 45-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 139:112 მოუგო. შეხვედრა ფინიქსში გაიმართა.
1995 _ ჯეფ როუზმა, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (24.37).
1995 _ ბონი ბლერმა, 500 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (38.69).
1995 _ მოზეს კიპტანუიმ, დარბაზში 3 კმ-ზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:35.15).
1995 _ სან კაიუნმა, ქალთა შორის ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4,13 მ).
1998 _ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰოლანდიელი რუუდ გულიტი გაათავისუფლეს. “სტემფორდ ბრიჯელთა” მოთამაშე მწვრთნელად, იტალიელი ჯანლუკა ვიალი დაინიშნა.
2003 _ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ტესტ-მატჩში, მოლდოვასთან ფრედ 2:2 ითამაშა.ქართველთაგან გოლები დავით ჩალაძემ და მიხეილ აშვეთიამ გაიტანეს. საქართველო(ნაკრებსალექსანდრეჩივაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ლომაია (ნიკურაძე), აბრამიძე(ქემოკლიძე),შაშიაშვილი (კაპიტანი), დიდავა (მენთეშაშვილი), ამისულაშვილი, სახვაძე, გოგობერიშვილი, ალექსიძე(აშვეთია), ჯიქია (კვარაცხელია), მუჯირი (დარასელია), აფხაზავა (ჩალაძე). თბილისისმიხეილმესხისსახელობის სტადიონზე, თამაშს 7 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2005 _ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა, ალენ აივერსონმა რეგულარული პირველობის მატჩში, 60 ქულა მოაგროვა. იმ შეხვედრაში აივერსონის “ფილადელფია სიქსერზმა” “ორლანდო მეჯიქს” 112:99 მოუგო.
2005 _ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მინესოტა თიმბერვულვზის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფლიპ სონდერსი გადააყენეს.
2005 _ ქალაქ დონეცკში, ლეგენდარული უკრაინელი მძლეოსნის, სერგეი ბუბკას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ელენე ისინბაევამ სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ის 4,87 მეტრს გადაევლო.
2005 _ დააპატიმრეს საფეხბურთო “ჩაწყობილ მატჩებში” მონაწილეობაში მხილებული გერმანელი მსაჯი, რობერტ ჰოიცერი. მანამდე მან “ჩაწყობილ მატჩებში” მონაწილე პირებისა და კლუბების დასახელებისას, თბილისის “დინამოზეც” გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ყოფილი არბიტრის თქმით, UEFA-ს თასის 2004-05 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, “დინამოსა” და ბერძნულ “პანიონისს” შორის გამართული მატჩი, წინასწარი შეთანხმების მიხედვით დასრულდა (2:5).
2005 _ ადრიატიკის თასის გათამაშების მატჩში, ლუბლიანას “ოლიმპიამ” “სპლიტი” 97:85 დაამარცხა. “ოლიმპიას” ქართველმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ბოისამ 30 წუთში 35 ქულა მოაგროვა. ასევესაქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, მანუჩარ მარკოიშვილმა 15 წუთში, 10 ქულაშესძინალუბლიანელებს.
2006 _ პარიზში გამართულ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირში, საქართველოსნაკრებისწარმომადგენელმა, ზვიად ხანჯალიაშვილმა მძიმე წონით კატეგორიაში, ვერცხლისმედალიმოიპოვა. იგიფინალში, იაპონელ იოჰეი ტაკაისთან დამარცხდა.
2006 _ ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს ფრანგმა ანტუან დენერიაზიმ (სამთო-სათხილამურო სპორტი, სწრაფდაშვება, 1:48.80), რუსმა ევგენი დემენტიევმა (თხილამურებით რბოლა. 30კმ. (15+15 კმ) გამოდევნებით; 1:17:00.8), ამერიკელმა შონ უაიტმა (სნოუბორდი, ჰაპლ-პაიპი; 46.8), ნორვეგიელმა ლარს ბისტოლიმ (ტრამპლინიდან ხტომა, K90; 266.5), იტალიელმა არმინ ცოგელერიმ (ციგაობა, ერთადგილიანი; 3:26.088), ჰოლანდიელმა ირენ ვუსტიმ (ციგურებით სირბილი, 3000 მ; 4:02.43) და კორეელმა ჰუინ-სო ანიმ (შორტ-ტრეკი, 1500 მ; 2:25.341).
2007 _ ქართველმა მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ FIFA-ს რეფერის წოდება მოიპოვა.
- პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსის” ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ სადოპინგო სკანდალთან დაკავშირებით ყაზახური გუნდი “ასტანა” რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
- ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს ტრასისგამოცდისასტრაგიკულადდაიღუპა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.
ამ დღეს დაიბადნენ
1911 _ ჩარლზ მატიესენი. ნორვეგიელი მოციგურავე. 1500 მეტრზე რბენაში, 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1919 _ ფერუჩიო ვალკარეჯი. იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი. “სკუადრა აძურას” 1966-74 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, იტალიელებმა 1968 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს, 1970 წლის მუნდიალზე კი ფინალში გავიდნენ.რვა წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა მხოლოდ ექვსი მატჩი წააგო. ფერუჩიო ვალკარეჯი 2005 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.
1934 _ ბილ რასელი (აშშ). პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუით მეფარე (208 სმ). 1955-56 წლებში გამოდიოდა სან ფრანსისკოს უნივერსიტეტის გუნდში. მისი ლიდერობით გუნდმა ორჯერ მოიპოვა აშშ-ს საუნივერსიტეტო ჩემპიონობა. სან ფრანცისკოელებმა ზედიზედ 55 მატჩი მოიგეს. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადაზე, რასელი აშშ-ს ნაკრების კაპიტანი იყო. გუნდი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 1956-1969 წლებში, ბილ რასელი “ბოსტონ სელტიკსის” ღირსებას იცავდა და 11-ჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 1966-69 წლებში, იგი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო და ორჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონობა. ხუთჯერ დაასახელეს ასოციაციის წლის საუკეთესო კალათბურთელად. 12-ჯერ ითამაშა NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. კარიერის განმავლობაში გააკეთა 14 522 ქულა და ფარიდან ბურთი 21 620-ჯერ მოხსნა. ბილ რასელი წვრთნიდა “სიეტლ სუპერსონიქსსა” (1973-77) და “საკრამენტო კინგზს” (1987-88).
1937 _ ჩარლ ევერეტ დუმასი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. დუმასი მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტი იყო, თუმცა რომში იგი რობერტ შავლაყაძემ დაამარცხა.
1952 _ ჰენრიხ რონო. კენიელი სტაიერი. ოთხ დისტანციაზე მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული.
1962 _ ნანა იოსელიანი. საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული(სამჯერსაქართველოსსახელით – 1992, 1994 და 1996 წლებში). გოგონათა შორის ევროპის ორგზის და ქალთაშორის, სსრ კავშირისოთხგზის ჩემპიონი, ქალთა მსოფლიო პირველობის ორი ფინალური მატჩისმონაწილე. ვახტანგგორგასლისმესამე ხარისხის ორდენის კავალერი.
1969 _ სტივ ბაკლი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1970 _ ბრაიან როი. ამსტერდამის “აიაქსის” სურინამული წარმოშობის ფეხბურთელი.
1970 _ დელ დემპსი. NBA-ს “სან ანტონიო სპერზის” ფორვარდი.
1972 _ ოუენ ნოლანი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “სან ხოსე შარკსის” ფორვარდი.
1974 _ დმიტრი ლოსკოვი. რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველი. 2002 წლის მსოფლიოს პირველობაზე რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს კაპიტნობდა.
ამ დღეს გარდაიცვალა
1992 _ ბიპ (ლამბერტუს) ვან კლევერენი. კრივში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი (1928).