პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში “კორონამ” სტუმრად “ტერმალიცა” ადვილად, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
ანგარიში მე-14 წუთზე კაჭარავამ გახსნა, როდესაც მეკარეს გადაცემა ჩაუჭრა და ბურთი დაუცველ კარში შეგორდა. რაც შეეხება საგოლე პასს – 86-ე წუთზე უკვე მცველს მოპარა ბურთი და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფი მოზდზენი მოძებნა, ვინც მატჩს წერტილი დაუსვა – 0:3. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
კაჭარავას მიმდინარე ექსტრაკლასაში 13 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება “კორონას” – მეხუთე პოზიციაზე იმყოფება 34 ქულით და მეორე ადგილს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.