ძიუდო

18:34 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს პირველი ნომერია

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერობა გაინაღდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა პარიზის გრან სლემზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა, ფინალში გავიდა და მინიმუმ 700 სარეიტინგო ქულა გაინაღდა. ფინალში ღვინიაშვილი იაპონელ სოიჩირო მუკაის დაეჭიდება.

პარიზულ პოდიუმზე ასასვლელად საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრი აგრძელებს ბრძოლას – ნუგზარ ტატალაშვილს (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანსა (100 კგ) და გურამ თუშიშვილს (+100 კგ) ბრინჯაოს მედლებს თითო გამარჯვება აშორებთ.

რეპეშაჟის ფინალში ტატალაშვილი კანადელ ანტუან ვალუე ფორტიეს შეხვდება, ლიპარტელიანი – ხორვატ ზლატკო კუმრიჩს, თუშიშვილი – ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს.

დღესვე, გრან სლემზე ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ), უშანგი მარგიანმა (90 კგ), ლაშა ტაველურმა (100 კგ) და ლევან მატიაშვილმაც (+100 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლის შანსი დილის პროგრამაში დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.117181