ფეხბურთი

20:30 | 11.02.2018 | ნანახია 5005 - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" და "შახტარი" ფრედის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "შახტარის" ნახევარმცველი ფრედი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც Mirror-ი იუწყება, კლუბები 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ზაფხულში სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ "ქალაქელები" 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

ფრედი უკრაინულ კლუბში 2013 წელს "ინტერნასიონალიდან" გადავიდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა საკლუბო დონეზე 142 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:57 | 28.08.2019
sul2 (1775)

სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებაზე უეფა ალაპარაკდა და ამათ ახლა შემოიღეს?

16:30 | 28.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ბრაზილიურ-არგენტინული ფინალი გველის. მანამდე კი ბაირესული "სუპერკლასიკოთი" უნდა ვისიამოვნოთ, თუ რა თქმა უნდა რივერმა არ მიჰქარა რამე პარაგვაელებთან.

0.067326
5005