ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ტოტენჰემი" "არსენალს" დაუპირისპირდა და დასწრების მხრივ პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა. როგორც "მამლების" ტვიტერის გვერდი იუწყება, "უემბლიზე" გამართულ მატჩს 83, 222 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩრდილოეთ ლონდონური დერბის და ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
აღნიშნული მატჩი "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის გოლის წყალობით მოიგო. წინა რეკორდი ასევე "უემბლიზე" გასული წლის 31 დეკემბერს დამყარდა, როდესას "სპურსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებას 81, 978 ადამიანი უყურებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰჰჰ,დინამოსაც კი ახსოვს მაგდენი ადამიანი,მაგრამ დღეს?
რეკორდი და მოგება
"დინამოს" გულშემატკივრებო გთხოვთ შევიკრიბოთ 12 თებერვალს 2 საათზე დინამოს დიღმის ბაზასთან