კალათბურთი

12:24 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარი ფაჩულიას 12 ქულა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “სან ანტონიო” 122:105 დაამარცხეს. ფაჩულიას 34 წელი შეუსრულა და თავის დაბადების დღეზე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას ტეხასელებმა პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგეს. “მეომრებმა” მეორე პერიოდის ბოლოს წინ გასვლა მოახერხეს, რის შემდეგაც “ოქროს შტატელებმა” მესამე და მეოთხე პერიოდებიც მოიგეს.

მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, “სან ანტონიოში” 20 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 43 მოგებით და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ოკლენდელები შინ “ფინიქსს” შეხვდებიან, მატჩი 13 თებერვალს თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული.

0.12067