ჩოგბურთი

11:30 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ნიუ იორკის ღია ტურნირზე სელას შეხვდება

ნიუ იორკის ღია ტურნირზე საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელს დუდი სელას შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო.

აღნიშნული ტურნირი მემფისში უნდა გამართულიყო, თუმცა სპონსორი ვერ მოიძებნა და ჩემპიონატმა სხვა ქალაქში გადაინაცვლა. გასულ წელს ბასილაშვილი მემფისში ფინალში გავიდა, თუმცა რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

ნიუ იორკის ღია ტურნირი ATP-ის ტურნირებში პირველი იქნება, სადაც შავი ფერის კორტზე იასპარეზებენ. პირველად შავი ფერის ხელოვნური საფარი პრაღაში, ლეივერის თასის საგამოფენო ტურნირზე გამოიყენეს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 668, 460 დოლარია.

ტურნირის პირველი ნომერი კევინ ანდერსონია, ბასილაშვილი კი მერვე ნომრადაა განთესილი და წარმატებული თამაშის შემთხვევაში შესაძლოა სამხრეთაფრიკელს მეოთხედფინალში შეხვდეს.

0.121303