ფეხბურთი

17:21 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაზელი" VS "სიტი" - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ კარსაა მომდგარი. დამდეგი კვირის დასაწყისში პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. დღეიდან WORDLSPORT.GE ყველა 1/8 ფინალური წყვილის შესახებ ვრცლად ისაუბრებს.

სამშაბათს, 13 თებერვალს, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი “მანჩესტერ სიტის” შვეიცარიის ჩემპიონ “ბაზელს” ესტუმრება. პეპ გვარდიოლას გუნდი ბუნებრივია, რომ აღნიშნულ წყვილში აშკარა ფავორიტია.

წარმოგიდგენთ, ამ მატჩის შესახებ სხვადასხვა დეტალებსა და ფაქტებს...

ფაქტები

“ბაზელი”

“ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მესამე იმყოფება. 2011-2012 წლების სეზონში შვეიცარიელებმა შინ “ბაიერნი” 1:0 დაამარცხეს, მაგრამ მერე სტუმრად 0:7 განადგურდნენ. ეს “ბაზელის” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია ევროსარბიელზე.

2014-2015 წლების სეზონში კი, “ლურჯ-წითლები” “პორტუს” საკუთარ მოედანზე დაუზავდნენ (1:1). თუმცა პორტუგალიაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს.

“ბაზელმა” მიმდინარე სეზონში უკვე დაამარცხა მანჩესტერული გუნდი – “იუნაიტედი” შინ 1:0 (“ოლდ ტრაფორდზე” 0:3 წააგო). ჯგუფში შვეიცარიელებმა 12 ქულა დააგროვეს და ეს მათთვის ყველაზე მაღალი შედეგია.

სანამ, “ბაზელი” მეორე ტურში “ბენფიკას” (5:0) დამაარცხებდა, იქამდე ევროსარბიელზე მიჯრით 9 თამაში არ ჰქონდა მოგებული (3 ფრე, 6 წაგება).

გასულ სეზონში “ბაზელი” “არსენალთან” სახლში 1:4 დამარცხდა. 2013-2014 წლებიდან მოყოლებული “სენტ იაკობს პარკზე” 25 მატჩიდან მხოლოდ 6 აქვს წაგებული.

“ბაზელი” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ: 7 მოგება, 8 ფრე, 13 წაგება (სახლში – 6 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება).

“სიტი”

“სიტის” მერვედფინალში ოთხჯერ აქვს ნათამაშები. გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდი “მონაკოსთან” დამარცხდა (5:3, 1:3). გარდა ამისა, “ქალაქელები” 2013-2014 და 2014-2015 წლებში “ბარსელონასთან” ორჯერ დამარცხდნენ. ინგლისელებმა მეოთხედფინალში გასვლა აქამდე ერთადერთხელ შეძლეს. 2015-2016 წლების სეზონში დაამარცხეს რა, კიევის “დინამო” (3:1, 0:0).

2015-2016 წლების სეზონი ერთადერთია, როდესაც “სიტი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალური ეტაპიც გადალახა.

“სიტის” შვეიცარიულ გუნდთან აქამდე არასდროს უთამაშია.

ჯგუფში ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ გვარდიოლას გუნდი ბოლო ტურში “შახტართან” დამარცხდა (1:2). სტუმრად სძლია “ფეიენოორდს” (4:0), და “ნაპოლის” (4:2).

“სიტის” გასულ სეზონში სტუმრად არ მოუგია. დამარცხდა “ბარსელონასთან” (0:4) და “მონაკოსთან” (1:3), ხოლო “სელტიკთან” (3:3) და “გლადბახთან” (1:1) ფრე ითამაშა. ბოლო ათ საგარეო მატჩში კი ასეთი მაჩვენებელი აქვს: 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

“ბარსელონასთან” წაგება “სიტისთვის” ევროსარბიელზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია ისტორიაში.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

როდესაც პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” ავარჯიშებდა, “ბაზელს” შინ 5:0 მოუგო, ხოლო სტუმრად ფრეს გამორჩა (1:1). ეს 2008-2009 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.

ევროტურნირებზე ფაბიან ფრეის 6 გოლი აქვს გატანილი და აქედან 3 ინგლისურ გუნდებთან. მათ შორისაა პირველი, 2011 წელს “მანჩესტერის” კარში გოლი (3:3). ასევე გაუტანა 2013 წელს “ტოტენჰემს” და 2014 წელს “ლივერპულს”.

“ტოტენჰემის” მაისურით კაილი უოლკერი “ბაზელთან” 2012-2013 წლების სეზონში უკვე დამარცხდა ევროპა ლიგაზე.

ფერნანდინიომ 2008 წელს “შახტარის” რიგებში “ბაზელს” გოლი გაუტანა (2:1).

2007 წლის დეკემბერში ვინსენ კომანი და მისი “ჰამბურგი” “ბაზელთან” უეფას თასზე დაზავდნენ (1:1).

რიკი ვან ვოლფსვინკელის გოლით “სპორტინგმა” 2012 წელს “სიტი” ევროპა ლიგიდან გამოთიშა.

ერთად უთამაშიათ

ჟოფრეი სერეი დიეს და იაია ტურეს (კოტ დივუარის ნაკრებში, 2013-2015)

"ბაზელი" - "სიტი"

13 თებერვალი, 23:45 საათი

ბაზელი, "სენტ იაკობს პარკი"

0.163268