იტალიური “რომას” ნახევარმცველს ალესანდრო ფლორენცის “ჯალოროსიდან” წასვლა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეძლება. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 26 წლის იტალიელით კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდება.
“მგლებთან” კონტრაქტი ფლორენცის 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიელი ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს იღებს.
აქვე გეტყვით, რომ იტალიელი ნახევარმცველი “ჩელსის”, “ატლეტიკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა არეალშიც მოექცა.