ფეხბურთი

14:13 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გულამი ისევ დაშვდა

Sport Mediaset-ის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს “ნაპოლის განაპირა მცველი ფაუზი გულამი 1 წელი იუქმებდა სიმართლე არ გამოდგა და უფრო მეტიც, ალჟირელი მოედანზე დაბრუნებას ერთ თვეში შეძლებს.

ნეაპოლური კლუბის განცხადებით, გულამის პრობლემები ნოემბერში დაიწყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ დაპირისპირების დროს მუხლის ტრავმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ 27 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ხელმეორედ დაშავდა და გუშინ რომში ოპერაციაც ჩაუტარდა.

აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად ტრავმისა, “ნაპოლიმ” ალჟირელ მოთამაშეს გასული წლის დეკემბერს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელა.

0.11342