ტურინის “იუვენტუსის” 23 წლის ფორვარდმა ფედერიკო ბერარდესკიმ “ფიორენტინას” გოლი გაუტანა და მისი აღნიშვნა სულაც არ მორიდებია. როგორც ფეხბურთელმა მატჩის შემდგომ აღნიშნა ყოფილი გუნდის მადლიერია, თუმცა გოლი “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრების გასახარებლად აღნიშნა.
“პროფესიონალები არჩევანს თავისით აკეთებენ და ცხადია ჩემს ჟესტს ყველა დადებითად ვერ მიიღებდა, ეს ფეხბურთის ნაწილია.
გამიზნულად არაფერი გამიკეთებია. მსურდა გულშემატკივრებისადმი პატივისცემა გამომეხატა. გოლიც სწორედ იმიტომ ავღნიშნე, რომ ამ ჟესტით გულშემატკივარს მადლობა გადავუხადე. “ფიორენტინას” მადლიერი ვარ, რადგან მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა, თუმცა ახლა მე “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ.
მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაგუნდელს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ და ზრუნავდნენ იმაზე, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ძალიან რთულ სეზონს ვატარებთ, ახლა ფოკუსირება ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოვახდინოთ და “ტოტენჰემთან” მატჩისთვის მოვემზადოთ”, - განუცხადა ბერნარდესკიმ Sky Sport Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ “ფიორენტინასა” და “იუვენტუსს” შორის დაპირისპირება “ბებერი ქალბატონის” გამარჯვებით დასრულდა – (0:2).