ფეხბურთი

10:52 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ჭორები არ მაინტერესებს"

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის “რეალში” გადასვლას არ აპირებს. პოლონელმა ფეხბურთელმა ესპანეთში შესაძლო გადაბარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

“ეს მხოლოდ ჭორებია, რომელიც არ მაინტერესებს”, - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ესპანური მედია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლევანდოვსკი ზაფხულში “ბაიერნის” დატოვებას და “რეალში” გადასვლას აპირებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122417