საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში მეორე დაპირისპირება სერბეთთან გამართა და 1:2 დამარცხდა. საბოლოოდ ორი წაგებით სამგუნდიან A ჯგუფში საქართველომ ბოლო ადგილი დაიკავა. ერთეულთა თანრიგში მარცხი განიცადეს სოფია შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ, ხოლო წყვილებში შაფათავამ და ბოლქვაძემ იმარჯვეს.
ამრიგად, საქართველოს ქალთა ნაკრებს პლეიოფში თამაში მოუწევს. ტურნირის წესების მიხედვით, აღნიშნულ ზონაში ოთხი ქვეჯგუფია და ადგილის შესანარჩუნებლად ბოლოადგილოსნებს შორის მატჩები გაიმართება. საქართველო D ჯგუფის მეოთხეადგილოსან ავსტრიას 10 თებერვალს შეხვდება, დამარცხებული კი 2019 წელს ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში იასპარეზებს.