ფეხბურთი

16:40 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ელ-ჰაჯი დიუფი – პოლიტიკაშიც, ციხეშიც

სენეგალის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ელ-ჰაჯი დიუფმა Sport24-ის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტობა მოინდომა. მან გუშინწინ განაცხადა, რომ კენჭი უნდა იყაროს, მაგრამ გუშინ დააპატიმრეს...

ბრალდება? 37 წლის დიუფს ბრალად ედება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის ძმის გატაცებით იმუქრებოდა.

“ჩემი ხალხი მოგივლის, გაგიტაცებთ” – როგორც ამბობენ, ამ სიტყვებით ემუქრებოდა დიუფი მინისტრის ძმას ტელეფონის საშუალებით.

დიუფი აცხადებს, რომ ეს შეთითხნილი ბრალდებაა, სინამდვილეში კი სენეგალის მოქმედ მთავრობას მისი ეშინია და ყველა ძალას ხმარობს, რათა კონკურენტი ჩამოიშორონ.

ელ-ჰაჯი დიუფი “ლივერპულში” თამაშობდა. მან სახელი 2002 წლის მუნდიალზე კარგი თამაშით გაითქვა.

0.116165