ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი ინგლისში ბედნიერია. თუმცა, ამავდროულად, ამაყობს, როდესაც მასზე ზინედინ ზიდანი საუბრობს.
ბელგიელი “რეალში” შესაძლო გადასვლაზე:
“ფეხბურთში არ იცი რა მოხდება, ყველაფერი შესაძლებელია. ამჟამად “ჩელსიში” ბედნიერი ვარ და მხოლოდ ლონდონში თამაშზე ვფიქრობ.
მახსოვს, როდესაც 10 წლის ვიყავი, ზიდანს პირველად ვესაუბრე და ეს იყო უდიდესი ემოცია. ის ჩემი ბავშვობის იდეალია და ყოველთვის ბევრ ვიდეოს ვუყურებდი მასზე. ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მომწონს, როდესაც ჩემს შესახებ კარგად საუბრობს”, - განაცხადა აზარმა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ თითქოს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბი” აზარის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.