“მილანის” 23 წლის “ლიონის” ჰოლანდიელი შემტევით მემფის დეპაის გადაბირებით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას gazzetta.it ავრცელებს. წყაროს ცნობით, მილანურმა კლუბმა ჰოლანდიელის გადაბირებისთვის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში დეპაიმ 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.