კალათბურთი

12:00 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ თავის ყოფილ გუნდთან “დალას მავერიკსთან” 121:103 იმარჯვა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიან და 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე პერიოდის ბოლო წუთები გადამწყვეტი აღმოჩნდა, “მეომრებმა” უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე ტეხასელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. “დალასში” 22 ქულით დენის სმიტი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 42 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “მეომრები” მომდევნო შეხვედრაში შინ “სან ანტონის” დაუპირისპირდება, შეხვედრა 11 თებერვალს თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება.

0.117459