კალათბურთი

2:56 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას მორიგი ევროლიგური MVP

ევროლიგაში მორიგი მარცხი განიცადა “სასკი ბასკონიამ”, რომელიც ათენში, “პანათინაიკოსთან” ვერაფერს გახდა – 76:80.

ესპანელებმა პირველი მეოთხედი მოიგეს, მაგრამ მერე ზედიზედ ორი პერიოდი ჩააგდეს და დასკვნითი ათწუთეულის 10-ქულიანი (32:13) სხვაობით მოგების მიუხედავად, მარცხისგან თავი ვერ დაიხსნეს.

წარუმატებლობაში ყველაზე ნაკლები ბრალეულობა მიუძღვის თორნიკე შენგელიას. “ბასკონიას” კაპიტანი პარკეტზე საუკეთესო იყო. თორნიკემ 24:24 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს.

ჩვენებურმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი კალათში ვერ მოათავსა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა და ეს ორივე გუნდის რიგებში ყველაზე კარგი შედეგი იყო. შესაბამისად, მატჩის MVP სწორედ “თოკომოტივი” გახდა. აღსანიშნავია, რომ ქულების შედეგიანობის მხრივაც ქართველს ვერავინ აჯობა. ოღონდ ეგაა, 15 ქულას მის დარად კიდევ სამმა კალათბურთელმა უწია (კენი გაბრიელი, ჯეიმს გისტი და როდრიგო ბეუბოი).

“ბასკონიას” ევროლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 10 გამარჯვების წილ 12 მარცხი აქვს და მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. ბასკები მომდევნო ტურში 22 თებერვალს, სტუმრად ლიდერ ცსკა-სთან ითამაშებენ.

0.118668